მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

არქეოლოგიური გათხრები

სოფელი აბული არქეოლოგიური თვალსაზრისით დიდ ინტერესს იწვევს, განსაკუთრებით ფარავნის ტბის მახლობლად არსებული ნაციხარ-ნაქალაქარი. პატარა აბულის მთაზე  მშრალად ნაგები აბულის ციკლოპური ციხე მდებარეობს, რომელიც  ანტიკურ ან ადრინდელ ფეოდალურ ხანაშია აშენებული. მისი გალავნის გეგმა რვაწახნაგოვანია, კედლები  მსხვილი ფილებითაა აგებული და სისქით 4 მეტრს აღწევს, გარე კუთხეებთან  კოშკები 7-8 მეტრი სიმაღლისაა. მის შესასვლელში, იქ, სადაც ძველი საურმე და სამანქანო გზა ერთდება, ზედაპირზევეა  ქვაყუთის ტიპის საფლავები.

აბულის ცენტრში დგას დარბაზული ტიპის კარგად შენახული ეკლესია. სამხრეთის კედელზე შემორჩენილია ჯვარი და წარწერა: "ქრისტე შეიწყალე გალატოზნი".

სოფლის სამხრეთ ნაპირზე ნამოსახლარი გორაა, რომელსაც თავდასაცავი გალავნის კვალი ეტყობა. აქ ნაპოვნი კერამიკა წინარე და ადრეფეოდალური ხანისაა. სოფლის დღევანდელი სასაფლაოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი, მოზრდილი თიხის ჭურჭელი ახალქალაქის მუზეუმშია გამოფენილი. იგი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანას განეკუთვნება. ალბათ ამავე ხანისაა ზემოთაღწერილი ნამოსახლარის გორაც.






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია