მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბევრია ადრინდელი და შუა საუკუნეების კულტურის ძეგლები:

კუმურდო

კუმურდო - ქართული ხუროთმოძღვრების X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომლის ნანგრევები  სოფელ კუმურდოს ტერიტორიაზეა.

ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონის დროს (964), იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნული ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება  XVI საუკუნით თარიღდება.

ტაძარი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავი არიან იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგ სინის მთაზე მოღვაწეობდა და  ზოსიმე (XI ს.) .

კუმურდოს ტაძარი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი ნაგებობაა. თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით: გარედან ჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთი) სწორკუთხა მკლავი ჰქონდა. საკურთხევლის ორსავე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები განლაგებულია არა რადიალურად, (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში, რომლებთანაც ტაძარი გენეტიკურად არის დაკავშირებული), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად. დასავლეთის მკლავის გარშემო ვარაუდით იგი სამმხრივი პატრონიკე უნდა ყოფილიყო. ფასადთა დამუშავების დროს  არ არის გამოყენებული დეკორატიული თაღედი, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნიდან ქართული ეკლესიების გარემორთულობის საფუძველს შეადგენდა, მაგრამ ახალი ეპოქის სხვა ნიშნები უკვე თვალსაჩინოა: ადრინდელი ხანის ძეგლებთან შედარებით საერთო პროპორციები უფრო აზიდულია, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მორთულობას (სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები), ფასადთა წყობაში ჩართულია გარკვეული ფერადოვანი მახვილები (მაგ., აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის სათაური და კაშკაშა წითელი ფერის ჯვარი, რომლებიც მკაფიოდ გამოიყოფა კედლის საერთო მოვარდისფრო სიბრტყეზე), ხოლო სამკუთხა ნიშები ფასადთა საერთო კომპოზიციის საფუძველს შეადგენს.

მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმის გარდა გვხვდება რელიეფური გამოსახულებებიც: საკურთხევლის სარკმლის მორთულებაში (ფასადის მხარეს) მახარებელთა სიმბოლოების - ანგელოზის, ლომის, არქივისა და ხარის - ფიგურები, ხოლო შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში - საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლისა და მისი ძმის ლევან მეფის გამოსახულებანი. კუმურდოს ტაძრის ტექნიკური შესრულების ხარისხი (კედლის, კამარების და თაღების ზუსტი წყობის, წმინდად გათლილი ქვა), მისი უმაღლესი მხატვრული ღირსებანი (საერთო პროპორციები, შიდა სივრცის მონუმენტურობა, იშვიათი სიფაქიზით შესრულებული ჩუქურთმები, ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება) განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს კუმურდოს ტაძარს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში.

აბულის ციკლოპური ციხე
აბულის ციკლოპური ციხე - მშრალად ნაგები აბულის ციკლოპური ციხე, სოფელ აბულის სიახლოვეს მდებარეობს. მის შესასვლელში, იქ, სადაც ძველი საურმე და სამანქანო გზა ერთდება, ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები.
გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა აბულის ციხე, რომელიც მცირე აბულის მთის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2800 მ–ის სიმაღლეზე. აქ მთელი ქედი თხემიდან სოფ. აბულამდე მორენებითაა დაფარული. ამით უსარგებლიათ ძველთაგანვე და ლოდების მცირე გადაადგილებით მიუღიათ დარან-სამალავები, რომლებსაც ვიწრო, დაბალი შესაძრომი აქვთ. საკმარისია ერთი ლოდის აფარება და ყველაფერი შეუმჩნეველია, ის აღარაფრით გამოირჩევა ქვიანი მასის საერთო გროვიდან. ციხე-გალავანი ამ დარნების შუაში, მაღალ ადგილზეა აგებული. ის შედგება გალავნის, შიდა-ციხისა და მის კედლებზე შიგნიდან მიშენებული სათავს-სადგომებისაგან.

მიუხედავად იმისა, რომ წყობა ყველგან მშრალია, კედლების სიმაღლე ზოგან 5 მ-მდე აღწევს, სიგანე კი 3 მ-ია. „შიდაციხე“ მოიცავს ფართობს დაახლოებით 60×40 მ. დასავლეთის ორი კუთხე მართია, აღმოსავლეთისა — მომრგვალებული. ბურჯებიდანაც ორი მრგვალია, სამი - ოთხკუთხა. შესასვლელი ორია — სამხრეთ და დასავლეთ კედლებში.

ციხის შიგნით კედლებსა და ბურჯებზე მიშენებული 40-მდე სადგომია, ზოგან ორ-სამ სართულად. აღმოსავლეთით ტერასებად დაშვებული სამალავები, ისევე, როგორც გალავნის შიგნითა სათავსები, სხვადასხვა გეგმისანი არიან: 1. წრიული, დიამეტრით 2 მ. 2. მოგრძო დარნები, რომლებსაც ერთი ბოლო მომრგვალებული აქვთ, მეორე — სწორკუთხა, ფართობით 4×2მ. 3. მოზრდილი, სწორკუთხა ოთახები.

პირველი ორი ტიპის სადგომებს გადახურვა ერთნაირი აქვთ: ვერტიკალური კედლიდან თანდათან, ცენტრისკენ საფეხურებად გადმოწეული ბრტყელი ფილები იძლევიან ხის დარბაზების მსგავს გვირგვინს. დიდი ოთახების სახურავები ყველგან ჩაქცეულია, შესაძლოა მათ ბანური გადახურვა ჰქონდათ. აბულის სიმაგრის სამხრეთით, ქედზე წყარო გამოდის, რაც აძლიერებდა თავდაცვისუნარიანობას.

საერთოდ, აბულის დღევანდელი „ქორ-ოღლი“ ძლიერ წააგავს შაორის სიმაგრეს — ერთგვარია ბუნებრივი პირობები, მშენებლობის ტექნიკა, გადაუხურავი ტალანები და მისასვლელები. მაგრამ აბულის სიმაგრე მაინც გამორჩეულია. იგი ერთი უპირველესი ცენტრთაგანი უნდა იყის უძველესი დროიდან. თვალში საცემია მისი სიდიდე, სიძლიერე, მიუვალობა, სტრატეგიული მდებარეობა: მის სამხრეთით გადის გზა ფოკა-ხოსპიო-ხერთვისისაკენ.

აბულის ეკლესია
სოფელ აბულის ცენტრში დგას დარბაზული ტიპის კარგად შენახული ეკლესია. სამხრეთის კედელზე შემორჩენილია ჯვარი და წარწერა: "ქრისტეშეიწყალეგალატოზნი".

 




 

ბავრას ეკლესია
სოფელ ბავრას ცენტრში დგას დარბაზული ტიპის ქართული ეკლესია. იგი შედარებით კარგად არის შემონახული. ეკლესიას გააჩნია რელიეფი „წმ. დანიელილომებისხაროში“ წარწერით „ქრისტეადიდესოფრონ“ და კიდევ ერთი წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია იგივე სოფრონი, ადგილობრივი ფეოდალი, რომლის ბრძანებითაც აგებულია ეკლესია X-XI ს-ში. ეკლესიის ეზოში დგას წარწერიანი სვეტი, სავარაუდოდ საფლავის ქვა.





 

ალასტანის ეკლესია
სოფელ ალასტანის ცენტრში დგას X-XI სს. დარბაზული ეკლესია. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე არის ორი წარწერა. ერთი იკითხება: „ესემეოძელმანდავდექვა“. მეორე წარწერის წაშლა უცდიათ საგულდაგულოდ, საღებავიც გადაუსვამთ ისე, რომ აღარ ირჩევა. სოფელში ქართული ეკლესიის უკანვე აშენებულია XIII-XIV საუკუნეების სომხური დიდი ეკლესია






 

ბარალეთის ეკლესია
სოფელ ბარალეთის ცენტრში დგას XI საუკუნის ქართული ეკლესია – სამნავიანი ბაზილიკა, რომლის აღმოსავლეთ კედელზე ასომთავრული წარწერაა: „[აღე]შენა ეკლესიაჲ ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა“. „ჯავახთუფლის“ მეფედ დაჯდომა განსაკუთრებით აღუნიშნავთ ბარალეთში. რადგანაც იმ დროისათვის (1213) საქართველოში ბაზილიკები აღარ შენდებოდა, სავარაუდოა, რომ ეს ცნობა უფრო ადრინდელი ეკლესიის აღდგენას ან შეკეთებას გულისხმობდეს. სოფლის აღმოსავლეთით, ნასოფლარ სირგვთან ახლოს, აღმართულია კარგად შენახული 6 მეტრის სიმაღლის სტელა.






ბურნაშეთის ეკლესია
სოფელ ბურნაშეთში  შემორჩენილია დარბაზული ტიპის დიდი ეკლესია, რომელსაც შეწყვილებულთაღებიანი კარიბჭე აქვს. თავისი სიდიდისა და სიმაგრის წყალობით ეკლესია შედარებით უკეთაა შემონახული. არქიტექტურულ-დეკორატიული ფორმებითა და აღმოსავლეთის ფასადის რელიეფების მიხედვით აშენებული უნდა იყოს არა უგვიანეს X -ისა. დაცულია ორი წარწერა (X და XIII სს.). ერთი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, მეორე – ინტერიერში, ჩრდილოეთის კედელზე. აღმოსავლეთის მხარეზე არსებული რელიეფი წმ. დანიელი ლომების ხაროში იკითხება შემდეგნაირად: „უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომაისა, იხსენ ამის წმიდასა ეკლესიის მაშენებელნი ხელთაგან ჯოჯხეთისა“. სოფლის მატერიალური კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია აგრეთვე მოზრდილი ქვაჯვარი.

 

ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი
ადრე შუა საუკუნეების ბოლოს ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარის ადგილას  სოფელი იყო. ქალაქი დაფუძნდა 1064 წელს. XI საუკუნეში ჯავახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი გახდა. XV საუკუნეში იგი მთლიანად იქნა დანგრეული, აღსდგა XVII საუკუნეში. XVI საუკუნეში ოსმალეთმა დაიპყრო. 1828 წელს რუს-ქართველთა სამხედრო ნაწილებმა ქალაქი გაათავისუფლეს. მისი შემოერთების შემდეგ მაჰმადიანი ქართველები გაასახლეს თურქეთში და მათ ადგილზე არზრუმის ვილაიეთიდან სომხები ჩამოიყვანეს.





ახალქალაქის „სურბ ხაჩის“   ეკლესია

ქ. ახალქალაქში არსებული სომხური კულტურის ძეგლი  „სურბ ხაჩ“-ის  ეკლესია 1828-1830 წლებში თურქეთიდან ჩამოსახლებულმა სომეხმა მოსახლეობამ ააშენა. თავდაპირველად ეს ძეგლი ხის მასალით იყო აგებული. ეკლესიას ეტაპობრივად  კაპიტალური ნაგებობით ცვლიდნენ და 1856 წელს ახლანდელი სახე მიიღო.

 

 



ახალქალაქის „სურბ ხაჩის“  ეკლესიის ეზო

 


ხოსპიოს  ეკლესიები

 

„ხაჩ ქარ“ კარტიკამი


 

აფნიის „წმინდა გიორგის“ ეკლესია

 

სამსარის კომპლექსი

 

არაგვის ეკლესია „სურბ გევორქი“

 

ბარალეთის „ქვა ჯვარი“


 

მურჯახეთის  წმინდა  ქვა






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია