მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

ისტორიული მონაცემები

IX-X–ე საუკუნეებში სოფელი ახალქალაქი, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო (მდებარეობს ფარავნისა და მურჯახეთის მდინარეთა შორის) 1064 წელს ქალაქად გადაიქცა. X-ე საუკუნიდან ახალქალაქი ჯავახეთთან ერთად, საუფლისწულო მამული იყო, რომელსაც განსაკარგი მამულის სახით თორელები მართავდნენ. ქალაქის გამაგრება-შემოზღუდვა XI-ე საუკუნეში ბაგრატ-III-ის მიერ დაიწყო, რომელიც ბაგრატ IV-ის დროს დასრულდა. დღემდეა შემორჩენილი ძველი ქალაქის დაზიანებული ქვის მაღალი და ფართო გალავანი. ძველ ქალაქს დაზიანებული ჰქონდა მთავარი კარიბჭე.

XV-საუკუნიდან ახალქალაქს სამცხის ერისთავები ჯაყელები დაეპატრონენ. 1535 წელს ახალქალაქი ბაგრატ III-ე იმერთა მეფესა და ყვარყვარე ათაბაგს შორის გავლენის სფეროებისათვის ბრძოლის ასპარეზად იქცა. XVI-ე საუკუნის 50-იან წლებში ახალქალაქი შაჰ-თამაზის ურდოებმა აიღეს, ხოლო XVI-ს ბოლოს კი იგი ოსმალეთმა დაიპყრო, რის შემდეგაც იგი ჩილდირის საფაშოს შემადგენლობაში შევიდა და სანჯაყის ცენტრად ითვლებოდა. XVIII-ე საუკუნეში ერეკლე II-მ რამოდენიმეჯერ ამაოდ სცადა ახალქალაქის განთავისუფლება. 1811 წელს ახალქალაქი რუსეთის ჯარმა აიღო, მაგრამ 1812 წლის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების თანახმად ახალქალაქი ისევ ოსმალეთის საკუთრებაში გადავიდა. 1828 წელს, რუს-ქართველთა სამხედრო ნაწილებმა გენერალ ი.პასკევიჩის მეთაურობით ახალქალაქი აიღეს. მისი მიერთება რუსეთის იმპერიასთან 1829 წლის ანდრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებამ დაადასტურა. რუსეთის იმპერიასთან ახალქალაქის შეერთების შემდეგ, მაჰმადიანი ქართველები იძულებულნი გახადეს თურქეთში გადახვეწილიყვნენ, ხოლო მათ ნაცვლად ერზრუმის ვილაიეთიდან სომხები ჩამოასახლეს. 1874 წელს ახალქალაქი სამაზრო ცენტრი გახდა. 1918 წლის ივნისს ქალაქი ისევ ოსმალებმა დაიკავეს. 1921 წლის მარტში ახალქალაქში ბოლშევიკების მე-11 წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ. ქალაქში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. ახალქალაქის რაიონი, როგორც ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, 1917-წ-მდე თბილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში შედიოდა, ხოლო 1921-1930 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს ახალქალაქის მაზრად იწოდებოდა. 1930 წელს, საქართველოს სსრ-ის ადმინისტრაციულ ერთეულად დაყოფის შედეგად ცალკე რაიონად გამოიყო.
 






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია