მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი

ახალქალაქის რაიონის ტერიტორიის ფართობი 1234.8 კვ.კმ–ს შეადგენს, (საქართველოს ტერიტორიის 1.8 % და სამხრეთის რეგიონის ტერიტორიის 23.5 %). რაიონის ტერიტორიის დიდი ნაწილი წარმოადგენს ახალქალაქის მთიან ზეგანს. მისი ზედაპირი შედარებით ერთგვაროვანი ფორმისაა, იგი ზღვის დონიდან ჩრდილო - დასავლეთით 1600 მ-სა და სამხრეთ- დასავლეთით 2100 მ-ს შორის მერყეობს.

ტერიტორიის ზედაპირის ხასიათი და მდგომარეობა ბუნებრივ პირობებსა და კლიმატის სპეციფიკაზე, ნიადაგსა და მცენარეულ საფარზე, ასევე ჰიდროგრაფიულ ქსელზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. შემოფარგლულია თრიალეთის, აბული-სამსარის, ჯავახეთისა და ნიალის ყურის ქედებით და ზემო მტკვრის ხეობით (უმაღლესი მწვერვალი მთა დიდი აბული — 3304 მ). აგებულია ქვედამეოთხეული დოლერიტული ლავებითა და ტბიურ-მდინარეული ნალექებით. დაფარულია მთის შავმიწა ნიადაგითა და სტეპის მცენარეულობით. პლატოზე გაშენებულია ქ.ახალქალაქი, ქ.ნინოწმინდა, სოფლები ბარალეთი, კუმურდო, ხიზაბავრა, გოგაშენი, აფნია და სხვა.

ქ. ახალქალაქი მდებარეობს ჯავახეთის პლატოზე, სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგანის ცენტრალურ ნაწილზე, ზღვის დონიდან 1500-2000 მ–ზე. ამ ზონისათვის ცვალებადი ჰავაა, ზომიერით ნოტიო–ცივამდეა დამახასიათებელი. გამოირჩევა მშრალი ზამთრით და მოკლე ზაფხულით.

იგი დასავლეთით–ასპინძის, აღმოსავლეთით-ნინოწმინდის, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით-ბორჯომის და წალკის მუნიციპალიტეტებს ესაზღვრება. რაიონს სამხრეთით თურქეთის რესპუბლიკა ესაზღვრება.
 






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია