მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

არასამთავრობო სექტორი

ახალქალაქის "ენის სახლი"
კოორდინატორი: შორენა თეთვაძე
მისამართი: ქ.ახალქალაქი, თამარ მეფის ქ. № 31/ 0700


სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა, 2003-2004 წლებში პროექტის ”ენის კურსები-საჯარო მოხელეთათვის სამცხე-ჯავახეთში” ფარგლებში ახალქალაქისა და ნინოწმინდის ”ენის სახლები” ჩამოაყალიბა. პროექტი დაფინანსდა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ. ”ენის სახლის” მთავარი მიზანია ჯავახეთის რეგიონში ზრდასრული მოსახლეობის განათლებისთვის, სახელმწიფო ენის და უმცირესობათა მშობლიური ენის სწავლებისთვის, ინტერკულტურული დიალოგის წარმართვისათვის ხელშეწყობა, პედაგოგთა გადამზადება და ა.შ.
"ენის სახლის" ეგიდით ფუნქციონირებს ენის კურსები და ბიბლიოთეკა. გამოიცემა საინფორმაციო-მეთოდური ჟურნალი.
პროექტის ”ენის კურსები საჯარო მოხელეთათვის სამცხე-ჯავახეთში” ფარგლებში განხორციელდა:

ა) გამოიცა სამდონიანი ქართული ენის სახელმძღვანელო ”საიმედო”, სომხურენოვანი და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის;
ბ) ჩატარდა ენის კურსები რეგიონის 500-მდე საჯარო მოხელისათვის;
გ) მოეწყო კულტურული ღონისძიებები კულტურათაშორისი დიალოგისა და ინტერკულტურული ცნობიერების ამაღლების მიზნით;
დ) შემუშავებული იქნა პედაგოგებისათვის ქართული ენის "გზამკვლევი";
ე) გამოიცა ქართული ენისთვის თვითსასწავლო და სასაუბრო სახელმძღვანელო;
ვ) გადამზადდა ქართული ენისა და ლიტერატურის 24 პედაგოგი;
ზ) გამოიცა საინფორმაციო-მეთოდური ჟურნალის ცამეტი ნომერი.

ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ დაფინანსდა პროექტი ”ქართულ-სომხური და სომხურ-ქართული ლექსიკონი”, რომლის ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ექსპერტებმა შეიმუშავეს ქართულ-სომხური და სომხურ-ქართული ლექსიკონი 50 000 ლექსიკური ერთეულით. ლექსიკონები გადაეცათ ჯავახეთისა და წალკის რაიონის საჯარო სკოლებს, ბიბლიოთეკებს და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებს.

2007 წლიდან ”ენის სახლების” მდგრადი ფუნქციონირებისთვის ოფისები გადაეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელმაც აიღო ვალდებულება უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება.


ახალქალაქის "ზრდასრულთა განათლების ცენტრი"
დირექტორი: ქეთინო ხუციშვილი
მისამართი: ქ. ახალქალაქი ტერიანის ქ. 25


ევროკომისიისა და გერმანიის მთავრობის მხრიდან 2006-2008 წწ. ერთობლივად დაფინანსებული პროექტის „ზრდასრულთა განათლების ცენტრები სამცხე-ჯავახეთში–ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის შანსი“ ფარგლებში, "სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის" ("dvv international") საქართველოს ფილიალის მიერ ახალქალაქის "ზრდასრულთა განათლების ცენტრი" იქნა დაფუძნებული. პროექტის ღირებულება 500.000 ევროს შეადგენს. აღნიშნულის მიზანს "ზრდასრულთა განათლების ეროვნული სისტემის მხარდაჭერის უზრუნველყოფა და ამ გზით სიღარიბის დაძლევაში ხელშეწყობა წარმოადგენს. "ცენტრი" საგანმანათლებლო საქმიანობისა და შესაბამისი სტრუქტურების წახალისებასაც ახორციელებს.

"ცენტრის" საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა მრავალეროვნულ რეგიონში კონფლიქტის პოტენციალის შემცირება და ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაცია. მუშაობას წარმართავს საჯარო (პროფესიული ცენტრები) და კერძო დაწესებულებების თანამშრომლებთან, რეგიონალურ და ადგილობრივი თვითმმართველობების სტრუქტურების საჯარო მოხელეებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან და სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის (უმუშევრები და სხვა) წარმომადგენლებთან.

ორგანიზაციის ეგიდით ფუნქციონირებს მრავალპროფილიანი კურსები:

  • კომპიუტერის შესწავლის პირველი დონე (დამწყებთათვის);
  • კომპიუტერის შესწავლის მეორე დონე (საოფისე პროგრამები);
  • ოფის–მენეჯერის უნარ–ჩვევები;
  • ხელობის შესწავლა (ბისერები, გობელინი და სხვა);
  • საქმიანი ქაღალდების წარმოება;
  • უცხო ენების შესწავლა.

პერიოდულად ტარდება სემინარი თემაზე: "მცირე ბიზნესი უკეთესი მომავლისათვის".


საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი" ("ECMI")
ხელმძღვანელი: სედა მელქუმიანი
მისამართი: საქართველო, 0700, ქ. ახალქალაქი, ჩარენცის ქუჩა # 11.

ახალქალაქის ოფისი ფუნქციონირებს 2003 წლიდან და საქმიანობას "ECMI"–ს ეგიდით წარმართავს.
საქმიანობის სფერო: ეროვნულ უმცირესობების უფლებების და თავისუფლების დაცვა, ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის გზების დასახვა. ამ მიზნით 2005 წელს, შემუშავებული იქნა ჯავახეთში სოციალურ–ეკონომიკური რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას წარედგინა. იმავე წლის აგვისტოში ორგანიზაციის მხარდაჭერით "ჯავახეთის სამოქალაქო ფორუმი" დაფუძნდა, რომელშიც ჯავახეთში მოქმედი თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული.

"ცენტრი" სხვადასხვა პროექტების რეალიზაციაშია ჩართული, რომლებიც განათლების (განსაკუთრებით სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო ენის სათანადო დონეზე შესწავლის კუთხით), სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობის და სოფლის მეურნეობის სფეროებში ეროვნული უმცირესობების პრობლემებს მოიცავენ.


საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდი ("GFSIS")
კოორდინატორი: დალი აღდგომელაძე
მისამართი: ქ. ახალქალაქი ენგელსის ქ. 4.


საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდის ("GFSIS") ქ. ახალქალაქის ფილიალი 2009 წელს იქნა დაფუძნებული.

საქმიანობის სფერო: ეროვნულ უმცირესობების პრობლემებთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება, მათ შორის პროგრამა: "ეროვნული უმცირესობების დახმარება ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში".
 


ასოციაცია – ,,ჯავახეთის სამოქალაქო ფორუმი’’.
პრეზიდენტი: მიხეილ კოლიკიდი.
მისამართი: ქ. ახალქალაქი, ჩარენცის ქ. #11

ორგანიზაცია ფუნქციონირებს 2005 წლიდან. ასოციაციის შემადგენლობაში შედის მრავალი არაკომერციული ორგანიზაცია და მათ შორის თემი (სამცხე-ჯავახეთის ბერძნები, "დუხობორები" და ა. შ.).

საქმიანობის სფერო: რეგიონული ინტეგრაციის, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული განვითარების, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის, სოციალურ-ეთნიკური და რელიგიური საკითხების გადაჭრისათვის ხელშეწყობა.
განხორციელებულია პროექტები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა განათლება, კულტურა, სამედიცინო მომსახურება, აგრეთვე სამართალმცოდნეობის საკითხების, თვითმმართველობის, ახალგაზრდული და ეკოლოგიური პრობლემების მონიტორინგის მიმართულებით.
 






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია