×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-09-04 19:03:15 / სკოლების სარემონტო სამუშაოები გრძელდება

სკოლების სარემონტო სამუშაოები გრძელდება.

2019 წლის 4 სექტემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად იყო ბარალეთში, მერენიასა და იხტილაში, სადაც გაეცნო მუნიციპალიტეტის სკოლებში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას და სამშენებლო სამუშაოების პროცესს.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა სამივე სოფელში და, სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციების გადმოცემით, სამუშაოები სასწავლო წლის დასაწყისში დასრულდება და არ შეუშლის ხელს სასწავლო პროცესს.

ვაცნობიერებთ იმ გარემოებას, რომ საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო სამუშაოებისთვის ცოტა დრო იყო გათვალისწინებული, თუმცა, ეს არ არის წინაპირობა, რომ პროექტის ხარჯთააღრიცხვები არასრული იყოს. ყოველწლიურად არ არსებობს შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო სახსრები გამოვიყენოთ სკოლების გარემონტებისთვის. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოებიც კეთილსინდისიერად უნდა ჩატარდეს პროექტიდან დაწყებული ექსპლუატაციამდე. სამწუხაროდ, სამუშაოები არა ყოველთვის და არა ყველგან არის სრულყოფილი. ვიზიტის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ სამშენებლო ისეთი ხარვეზები, რომლებსაც ადგილი არ ექნებოდა სამუშაოს კეთილსინდისიერი სესრულების შემთხვევაში. ასევე იყო მაღალი ხარისხით ჩატარებული ბევრი სამუშაო.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინებული ხარვეზები დროულად უნდა გამოსწორდეს. ესაა დაგეგმვისა და კონტროლის მნიშვნელობა. ვიმედოვნებთ, რომ ყველა სამუშაო დროულად და ხარისხიანად დასრულდება, ასე რომ აღარ დაგვჭირდება ისევ იმავე სკოლებში დაბრუნება, რადგან მუნიციპალიტეტში კიდევ ბევრი სკოლაა, სადაც უნდა ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები.