×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-12-13 17:55:36 / ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების შესახებ

6-8 დეკემბერს ბორჯომში ახალქალაქის მერის საზოგადოებრივი მრჩეველთ საბჭოს წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებსა მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო მერის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებზე და შესაძლებლობებზე. ტრენინგზე განიხილეს რუსთავის მერის მრჩეველთა საბჭოს მუშაობის გამოცდილება.

შეხვედრის ფარგლებში ტრენერების ფასილიტაციით ახალქალაქის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა შეიმუშავეს საბჭოს ახალი დებულება, რომელიც წარედგინება ახალქალაქის მერს დასამტკიცებლად.

ტრენინგი ორგანიზებული იყო მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით