×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-16 16:02:41 / დაჯილდოების ცერემონია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ამავე მუნიციპალიტეტის მსოფლიოს სხვადასხვა ტურნირებში გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია. აღნიშნულ ცერემონიას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, მერიის სამსახურის უფროსი ვალერი სტელმაშოვი და სხვა თანამშრომლები.

ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ როგორც სპორტსმენები, ასევე მათი მწვრთნელები. სპორტსმენებს გადაეცად ასევე ფულადი ჯილდოები. ფულადი ჯილდო მიიღეს ნაირი მელიქიანმა, ოთარ ერანოსიანმა, არტუშ გომციანმა, არმენ გრიგორიანმა, არმენ იორდანიანმა, არამ ხრიკიანმა და სხვა სპორტსმენებმა.

ამ ცერემონიისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო სულ 4200 ლარი. მადლობისა და მადლიერების სიტყვით გამოვიდნენ მწვრთნელები და აღნიშნეს, რომ წლიდან წლამდე ემატება ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება და დამოკიდებულება ადგილობრივ სპორტულ ცხოვრებასა და სპორტსმენების მიმართ, რაც სპორტსმენებისთვის დამატებითი სტიმული იქნება სპორტულ ტურნირებში გამარჯვებისთვის. შეთავაზებული იქნა შედგენილი იქნას დაჯილდოების კრიტერიუმები მომავალში საუკეთესო სპორტსმენების დამსახურების მიხედვით დაჯილდოებისთვის.