×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-10-11 07:11:04 /

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად. ინიციატივის მიზანია, ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მიეკუთვნება 8 LEADER მუნიციპალიტეტებისთვის საგრანტო 1-კატეგორიას, სადაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში ევროპული LEADER - მიდგომით უკვე ხორციელებდა სოფლის განვითარების პროექტები, რომელიც დააფინანსებას მანქანა-დანადგარები და ტექნიკურ არჭურვილობას სოფლის მეურნეობის ნებისმიერ სექტორში.

საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www. Faogrants.ge.