×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-15 15:56:52 / „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში  პროექტების განხორციელება სოფლებში ბავრა, ხორენია  და ხოსპიო

შეუძლიათ დროის გატარება სპორტული თამაშებით. სპორტული მოედნისთვის დაიხარჯება 60000 ლარი, მაგრამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით შეუძლებელია აღნიშნული პროექტის განხორციელება, რადგან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ხოსპიოსთვის გამოყოფილია 12000 ლარი, სოფელ მარტუნისთვისაც გამოყოფილია 12000 ლარი. სოფელი ხოსპიოსა და მარტუნის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს თავიანთი სახსრების გაერთიანება და შედეგად საერთო თანხამ შეადგინა 24 ათას ლარი, შემდეგ კი მათ აღმოაჩინეს დონორი, რომელიც, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამ სპორტულ მოედანსაც აშენებს. დონორი “LAG”- ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, რომელსაც მიმართეს სოფლების მაცხოვრებლებმა პროექტით აღნიშნული სპორტული მოედნის მშენებლობისათვის, და 36 ათასი ლარის გრანტი მოიგეს. სპორტული მოედნების ნახევარი აშენდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პირდაპირი შესყიდვის მეშვეობით, ნახევარი კი აშენდება “LAG” -ის - ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ ტენდერის გამოცხადებით. სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ყველა აუცილებელი დოკუმენტის მიღების შემდეგ