×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-09-21 17:28:03 / სოფელ სულდის არსებული საბავშვო ბაღის ახალი შენობის გაცნობა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი და მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ეწვივნენ მუნიციპალიტეტის სოფელ სულდას, სადაც აშენდა ახალი საბავშვო ბაღის შენობა.
ვიზიტის მიზანი იყო გაეცნოთ საბავშვო ბაღის ახალ შენობას და რამდენად მზად არის ექსპლუატაციისათვის. დაგეგმილია საბავშვო ბაღის გახსნა უახლოს თვეებში, რა თქმა უნდა ყველა სამუშაოების შესრულების შემთხვევაში.