×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2021-12-19 10:37:58 / 15-17 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას ეწვია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გელანტია-ახვლედიანი.   

ქვეყნის საჯარო სექტორში შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის გარე შეფასებისა და შიდა აუდიტის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით 15-17 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას ეწვია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გელანტია-ახვლედიანი.   

პრაქტიკული მხარდაჭერის ფარგლებში   შეხვედრები გაიმართა ახალქალაქის მერთან, ვიცე-მერებთან, სისტემაში შემავალი სამსახურის ხელმძღვანელებთან და შიდა აუდიტის სამსახურთან. 

 

ხაზი გაესვა  მერიის ეფექტიანი მმართველობისთვის ძლიერი და ქმედითი შიდა აუდიტის მნიშვნელობას,  კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის,  მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვას.  

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მზაობას გამოთქვამს, გაითვალისწინოს შიდა აუდიტის ხარისხის გარე შეფასებით გამოკვეთილი   რეკომენდაციები, რომელიც შექმნის შიდა აუდიტის გაძლიერების ახალ შესაძლებლობებს. მიესალმება თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენთან.