×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-10-26 15:48:26 / პროექტი "ღია დიალოგი"

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და მოადგილე ჯუმბერ ლომსაძე, სამცხე- ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, მერიისა და საკრებულოს სხვადასხვა თანამშრომლები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში იხტილაში, ბარალეთში, ოლავერდში, გომანში მოსახლეობას შეხვდნენ.
პროექტის „ღია დიალოგი“ - ს რეჟიმში რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის, გაზიფიცირება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
როგორც აღინიშნა, მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი სწორედ არსებული პრობლემების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირებაა.
სამთავრობო გუნდის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გააცნეს ინფორმაცია.