×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-10-31 16:19:21 / პროექტი: „სოფლისა და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პოლიტიკა“

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, გამოცხადებული საგრანტო კონკურსის სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად.

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი. შეხვედრიზე დასწრება ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი.

ინიციატივის მიზანია ფერმერებისთვის, სოფლის დიასახლისებისთვის, კოოპერატივებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის (ინდმეწარმეების) დაფინანსების, მომსახურებისა და წარმოების აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.