×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-04-04 12:18:41 / მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრები გამართეს სოფლების მოსახლეობასთან

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, მუნიციპალიტეტის მერის იურიკ უნანიანის და საკრებულოს თავმჯომარე ნაირი ირიციანის ხელმძღვანელობით რიგითი შეხვედრები გამართეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ოლავერდი, გომანი, ბალხო, ბუღაშენი, ზაკვი და ტრკნა. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი იყო, სოფლებში არსებული პრობლემების გაცნობა და მათ მოსაგვარებლად სწრაფი რეაგირება. შეხვედრების დროს მოსახლეობამ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება და იდეები. მადლობა გადაუხადეს მთავრობას განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის.  ასევე განიხილეს მიმდინარე პროექტები და მომავალი გეგმები.