×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2020-02-05 06:44:36 / სულდის სკოლაში არსებული პრობლემები

04․02․2020 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა მიიღო ახალქალაქის სოფელ სულდის მაცხოვრებლები, რომლებიც უჩიოდნენ სულდის სკოლაში არსებულ ვითარებას, კერძოდ: სულდის სკოლას არ გააჩნია გათბობის სისტემა და ზამთრის პერიოდში საკლასო ოთახები თბება ღუმელებით, რის გამოც ხშირად საკლასო ოთახები იბოლება და შეუძლებელია გაკვეთილების ჩატარება. ბოლო 10-12 წლის განმავლობაში სკოლაში არაფერი შეცვლილა, რემონტს საჭიროებს სკოლის კედლები, საკლასო საკლასო ოთახები, არის სველი წერტილის პრობლემა, ადგილი აქვთ დისციპლინარულ დარღვევებს. უცხო პირებს, როდესაც მათ სურთ, შედიან სკოლის შენობაში, ეწევიან სიგარეტს, შეურაცყოფას აყენებენ მოსწავლეებს. მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი დირექციისა და სამეურვეო საბჭოს  არასაკმარისი მუშაობის შედეგია და გაურკვეველია, თუ რაზე იხარჯება სკოლის ბიუჯეტი. ისინი ითხოვენ ადგილობრივი ხელისუფლების ცარევას შექმნილ ვითარების მოგვარების მიზნით.

საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა გააცნო სულდელებს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაკეთონ სკოლის შენობები. გასულ წელს სულდის სკოლისთვის დაფინანსება არ იყო გამოყოფილი, წელს კი 125,000 ლარი დაიხარჯა სკოლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

ანალოგიური საჩივრით სულდის მაცხოვრებლებმა მიმართეს ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს. იმედია, რესურს-ცენტრიც გაამახვილებს ყურადღებას აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად.