×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-08-01 08:41:22 / 2019-2020წწ. პროექტების განხილვა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა ბიუროს წევრების შეხვედრა მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან მაგდა ამირშადიანთან. განიხილეს სკოლების, პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების, საბავშვო ბაღებისა და სოფლების სასმელი წყლის მიწოდების სისტემის მშენებლობასა და გარემონტებასთან დაკავშირებული საკითხები. განხილული იქნა პროექტები, რომლებიც უნდა დასრულდეს 2019 წელს, ისევე, პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს 2020 წელს.