×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-11-11 16:01:31 / ახალი საბავშვო ბაღი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უკვე მეათეა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიკამში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე ესწრებოდნენ ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჰენზელ მკოიანი,ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობების ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ორჯონიკიძე, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე და სხვები.
ახლად აშენებული საბავშვო ბაღი შეესაბამება ტიპიური საბავშვო ბაღების ყველა ნორმებს. დღევანდელი მონაცემებით ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში არის ორი ჯგუფი, სულ 47 ბავშვი.