×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-04-14 16:29:33 / საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმა ქ.ახალქალაქის კულტურის სახლში მყოფ მოსახლეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ჯავახეთში გრძელდება. ახალქალაქის კულტურის სახლში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა მოსახლეობას, მიესალმა და მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის. მიულოცა "დედა ენის" დღე-14 აპრილი. პრეზიდენტმა საზეიმოდ გახსნა ქართული ანბანით მოხატული პანო ,,დედა ენა", რომელიც დედა ენის დღისადმი იყო მიძღვნილი. ქალბატონმა სალომე ზირაბიშვილმა ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის ცოდნა: "ენა დასაბამია ყველაფრის".
შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, საჩუქრები გადასცა ახალქალაქის მესამე საჯარო სკოლის, სამხატვრო სკოლის და ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც შემოქმედებით კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
გამოსვლის დასასრულს პრეზიდენტმა მიმართა მოსახლეობას ,, სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როცა ყველა მოქალაქეს სურს გახდეს ქვეყნის სრულფასოვანი წევრი". შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ,,სურბ ხაჩის" სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს და სამცხე-ჯავახეთის და წალკის მეუფეს მაღაქიას შეხვდა. პრეზიდენტი შეხვედრის შემდეგ გაემგზავრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში.