×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-05-26 23:55:51 / დღეს ახალქალაქში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს

დღეს ახალქალაქში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის 101იუბილე. სხვა წლებთან შედარებით წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული იყო თავისი მასშტაბით და მრავალფეროვნებით. ქ. ახალქალაქის ცენტრალური მოედანზე ხალხმრავლობა იყო. ორგანიზებული იყო საზეიმო კონცერტი, გამოფენა( იარაღისა და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის, სხვადასხვა ცენტრების მიერ წარმოდგენილი ხელნაკეთი ნამუშევრები), პატარებისთვის დაგეგმილი იყო გასართობი ღონისძიებები და სიურპრიზები. ღონისძიებას უმასპინძლა სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა, სტუმრები და მრავალი მოქალაქე. პრეზიდენტის რწმუნებული და მინისტრი სცენიდან მიესალმნენ დამსწრე საზოგადოებას და მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ამის შემდეგ კი, ზუსტად 17: 10 ( მაშინ მაშინ როდესაც 101 წლის წინ საქართველოს "დამოუკიდებელი" გახდა) გაისმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რომელის შემდეგაც გაგრძელდა კონცერტი