×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-25 12:34:35 / ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები გაემგზავრნენ ბავრა-კარტიკამის და არაგვა-ზაქის გზის მონაკვეთებზე

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა გაიგეს რა სოფელ ბავრის და კარტიკამის მოსახლეობის საჩივრის შესახებ ამავე სოფლების გზის პირველი ფენის მოასფალტების გამო, თითქოს და ფენა იყო დაბალი და არ შეესაბამებოდა გეგმით გათვალისწინებულს, ადგილზე მოახდინეს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,, არალის,, მიერ წარმოებული სამუშაოების ხარისხი. მონაკვეთის შემოწმების შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ თითქოს მართლაც ფენა იყო დაბალი ვიდრე გეგმით გათვალისწინებული. დეპუტატებმა ასევე შეამოწმეს სოფელ არაგვა- ზაქის  გზის მონაკვეთი, რომელზეც დამთავრებულია სამშენებლო სამუშაოები, აღნიშნული სამუშაოებიც ჩაატარა კომპანია ,,არალმა,, და ამჟამად მიმდინარეობს გზის გვერდითი სამშენებლო სამუშაოები. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ გზის ამ მონაკვეთზე სამუშაოები შესრულებულია კეთილსინდისიერად, ამ ორივე  გზის სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ  მათ უკვე გამოიძახეს ექსპერტი სინჯების ასაღებად და თუ აღმოჩნდა, რომ ბავრა-კარტიკამის გზის ასფალტის პირველი ფენა არ შეესაბამება გეგმით გათვალისწინებულს, მეორე ფენის სიმაღლე იქნება მეტი, რაც შესაბამისობაში  მოიყვანს ხარჯთაღრიცხვის გეგმასთან. აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე მიმდინარეობს ხიდის მშენებლობა ,რომელიც მოსახლეობის აზრით არასწორადაა დაპროექტებული.

   ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  საკრებულო თხოვნით მიმართავს მერიის სათანადო სამსახურებს, მიაქციონ ყურადღება აღნიშნული ხიდის სამშენებლო პროექტს და თუ რაიმე დარღვევაა  მოხდეს მისი გასწორება.