×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-04-23 18:51:42 / "ჩვენ ძმები ვართ". საბავშვო ბაღის ბავშვები მეგობრობის შესახებ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის #3 საბავშვო ბაღში ღონისძიება გაიმართა „ ჩვენ ძმები ვართ“ სახელწოდებით, რომელიც მიძღვნილი იყო სომხურ-ქართული საუკუნოვანი მეგობრობისადმი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები. საბავშვო ბაღის ბავშვებმა ღონისძიება დაიწყეს საქართველოსა და სომხეთის ჰიმნებით. დარბაზიც თემატურად იყო გაფორმებული. ბავშვებმა ლამაზი სიმღერები და ცეკვები წარადგინეს სომხურად და ქართულად. ღონისძიების დასასრულს მერის მოადგილემ არმენ მარანგოზიანმა მადლობა გადაუხადა საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ბავშვების კარგად აღზრდისთვის და მშობლებს, ასეთი მშვენიერი ბავშვებისთვის.