×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-12-25 15:06:04 / 2019წ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საახალწლო პროგრამა

ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება 25 დეკემბერს 18:00 საათზე, ჩატარდება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. 29 დეკემბერს ყოფილ I სამხ. ქალაქში 12:00 საათზე, ხოლო 14:00 საათზე ნაზარეთიანის ქუჩაზე გაიმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. ბავშვები დასაჩუქრდებიან ტკბილეულით.
31 დეკემბერს 18:00 საათზე დაიწყება საახალწლო გალა-კონცერტი, მოსახლეობას საზეიმო განწყობას შეუქმნიან ანიმატორები, ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი სამხატვრო კოლექტივები. ღონისძიების მსვლელობისას დაჯილდოვდებიან 2019 წელს საუკეთესო შედეგების მქონე სპორტსმენები და ხლოვანები. ბავშვებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს ტკბილეულით. ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით.