×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2021-12-23 18:56:01 / 27 დეკემბერს  ახალქალაქში საახალწლო კონცერტი გაიმართება.

27 დეკემბერს  ახალქალაქში საახალწლო კონცერტი გაიმართება.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 

63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. 

მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. 

საღამოს საათებში გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. 

ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით. ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.

ღონისძიებების განრიგი:

14:00 საათი: ღონისძიების დაწყების დრო;

15:00 საათი- წამყვანის მისასალმებელი სიტყვა;

15:10 საათი- მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის  მილოცვა;

15:20 საათი- კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლებით;

17:00 საათი - ცეცხლოვანი შოუ;

17:30 საათი - ბენდი და სალომე ბაკურაძე;

18:30 საათი- გრანდიოზული ფოიერვერკი;

ღონისძიების პირველ ნახევარში (14:00-17:00) გაიმართება საბავშვო

გასართობი პროგრამები:

ზრაპრის გმირები - საახალწლო მასკოტები (4 მასკოტი) და ყინულის დედოფალი გაართობენ ბავშვებს;

დრამერების მსვლელობა;

ოჩო ფეხის პერფორმანსი;

მოეწყობა სანტას კუთხე, სადაც ბავშვები გადაიღებენ სამახსოვრო ფოტოებს და მიიღებენ საჩუქრებს;

ჯიხურებში მოეწყობა საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა;

ჯიხურებში ასევე გაიყიდება საკვები, დესერტი და სასმელი;

სტუმრები მიიღებენ საჩუქრად გლინტვეინს;

მოეწყობა ფოტოგადაღების სტენდები, სადაც სტუმრები გადაიღებენ ზღაპრულ ფოტოებს;

ღონისძიების დასრულების დრო:18:30 საათი;