×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-06-24 14:31:11 / ქ. თბილისში " Open Georgia" კარატეს შეჯიბრი გაიმართა

ამა წლის 14-16 ივნისს, ქ. თბილისში " Open Georgia" კარატეს შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 800 სპორტსმენმა 15 სხვადასხვა ქვეყნიდან.
მათ იასპარეზეს სხვადასხვა წონის და ასაკობრივ კატეგორიებში, 6 წლიდან კარატეს ვეტერანების კატეგორია 55 წლამდე. 
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის 4- მა სპორტსმენმა საქართველოს ნაკრებში მონაწილეობა მიიღო, რომელიც შედგებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენებისგან. სპორტული სკოლის სპორტსმენებმა დაიკავეს შემდეგი საპატიო ადგილები: 
ავეტიან აკსანა- 1 ადგილი
ავაგიან არტიომ - 3 ადგილი
სესაძე დავიდ - 3 ადგილი
რაფაელ დარბინიან ( ვეტერანი) - 2 ადგილი
შეჯიბრი მოეწყო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს სამხედრო ხელოვნების კონფედერაციის მიერ.