×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-16 06:06:44 / ნინოწმინდა-ეშტია გზის 9 კმ მონაკვეთის გახსნის ცერემონიალი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში ნინოწმინდა-ეშტია გზის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელიც წელს იქნა რეაბილიტირებული. ამ ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 3 წლის განმავლობაში ასფალტირებულია  სულ 9 კმ-ის გზის მანძილი. სოფლის მოსახლეობის მიერ ორგანიზებული იქნა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი. ნინოწმინდა-ეშტიის გზის  გახსნის ცერემონიალზე მოწვეულნი იყვნენ აგრეთვე საპატიო სტუმრები ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან-ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, თავმჯდომრის მოადგილე გაიოზ ლომსაძე,  მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი,  მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი და შინაგან აუდიტისა და ინსპექციის სამსახურის უფროსი არტაშეს აბგარიანი. სოფლის მაცხოვრებლები  ძალიან მოხარულნი  და მადლიერნი არიან გზების რეაბილიტაციისთვის