×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-06-08 01:27:16 / ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის "მურჯი"-ს სოლო კონცერტი გაიმართა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართა კონცერტი,რომელიც მიძღვნილი იყო ამაღლების დღესასწაულთან. კონცერტი ორგანიზებული იყო მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის მურჯი"-ს მიერ, მხატვრული ხელმძღვანელის გიორგი მეტრეველის ინიციატივით. საცეკვაო ნომრებით გამოვიდნენ ანსამბლის დიდების და პატარების ჯგიფები. კონცერტის საპატიო სტუმრები იყვნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლები, სომხური სამოციქულო ეკლესიის დასი და მრავალი სტუმარი.