×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-13 13:06:23 / არგვა-ხანდოს გზის მოასფალტება მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძალისხმევით შეტანილია 2019 წლის პროექტების სიაში

არაგვა-ხანდოს გზის მოასფალტება, რომლის მანძილია დაახლოებით 10 კილომეტრი, 2019 წლისთვის არ იყო დაგეგმილი, მაგრამ მოსახლეობის თხოვნით და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძალისხმევით შეტანილი იქნა 2019 წლის პროექტების სიაში. აღნიშნული პროექტი დამთავრების სტადიაშია, მხოლოდ დარჩენილია სოფელ ორჯის შიდა გზის მონაკვეთი და უნდა მოიხრეშოს ახალი გზის გვერდები, რაც შესრულებულია ნაწილობრივ, ამჟამად სოფელ ორჯაში მიმდინარეობს გზის გვერდებზე სანიაღვრე არხების მშენებლობა. მოსახლეობა ჩივის, რომ უხარისხოდაა გაკეთებული სანიაღვრე არხები წყალს ვერ ატარებს და არხიდან გადმოსული წყალი ტბორავს ზოგიერთის ეზოებს.