×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-08-01 03:58:54 / სოფ. კულიკამის ახლად აშენებული საბავშვო ბაღი მზად არის ექსპლუატაციასთვის

დღეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი და სხვა თანამშრომლები იმყოფებოდნენ სოფ. კულიკამში, სადაც აშენდა საბავშვო ბაღი. 
საბავშვო ბაღის აშენების პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 175.200 ლარი, სადაც ასევე შედის 2016 წლის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" დანარჩენი ნაწილი. სამშენებლო სამუშაოები განახორციელდა ინდმეწარმე "ქრისტინე სარაშვილი- ტატო"- ს მიერ 170.200 ლარად, დაწყებული 20.11.2018 წლიდან და უნდა დასრულებულ იყო 25.05.2019წ. 
სამშენებლო სამუშაოები 100% -ით დასრულებულია და საბავშვო ბაღი მზად არის ექსპლუატაციასთვის
სამუშაოები შეიძლება ადრე დასრულებულიყო, მაგრამ 2018-2019 წლებში მძიმე ზამთრისა და ცუდი კლიმატური პირობების გამო, საბავშვო ბაღის სამუაშოები გადაიტანეს, რომ შენობა უფრო ხარისხიანად აშენდეს.
სოფ. კულიკამის მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რადგან სოფელში არსებული საბავშვო ბაღი უკვე აღარ იყო გამოსადეგი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო,ასეთ დიდ სოფელში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. 
სოფლის მოსახლეობამ ასევე მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელობას სისტემატური ვიზიტისთვის, ზედამხედველობისა და ყურადღებისთვის