×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-25 11:29:27 / გზის საფარის ხარისხი შეესაბამება ხარჯთაღრიცხვას

გუშინ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოახდინა რეაგირება სოფელ ბავრის და კარტიკამის მოსახლეობის საჩივარზე ახლად ასფალტირებული  გზის საფარის ხარისხის შესახებ და მოხდა  შემოწმება. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული  სხვადასხვა გვერდზე. როგორც დაგვპირდა ამ  გზის სამშენებლო კომპანია ,,არალის ,,  ხელმძღვანელი ინჟინერი, კომპანია ,,ქრიზოლითის,, ექსპერტებთან ერთად მოახდინეს გზის პირველი საფარის ხარისხისა და სისქის შემოწმება. ექსპერტებმა გზის პირველი ფენიდან აიღეს სინჯები და აღმოჩნდა ყველა შემთხვევაში 6 სანტიმეტრზე მეტი,  როგორც გათვალისწინებულია ხარჯთაღრიცხვით , ხოლო ერთ ადგილზე აღმოჩნდა 6 სმ. ზე ცოტათი ნაკლები.

    ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო მადლობას უხდის  კომპანია ,,არალს,, და კომპანია ,,ქრიზოლითის,, წარმომადგენლებს დაუყოვნებელი რეაგირებისათვის, ასევე საკრებულო მადლობას უხდის  ბავრა-კარტიკამის მოსახლეობას ამ პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის.