×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-05-13 11:21:14 / ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტ კომპლექსის სპორტსმენებმა კრივის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზეს

11 მარტს, ქ. თბილისში გაიმართა პროფესიონალი კრივის კავკასიის ლიგა ჩემპიონატი. ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო საქართველო (7სპორტსმენი) ირანი (3 სპორტსმენი) და აზერბაიჯანი ( 4სპორტსმენი). საქართველოს გუნდის შემადგენლობაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტკომპლექსის 2 სპორტსმენი არმენ გრიგორიანი და არტიომ იორდანიანი ღებულობდნენ მონაწილეობას. არმენ გრიგორიანი (63.400კგ წონით) შეეჯიბრა აზერბაიჯანელ სპორტსმენს და მე-4 რაუნდში გამარჯვება ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით მიიღო. არტიომ ირდანიანი შეჯიბრა ირანის სპორტსმენს (90,700კგ წონით) და პირველივე წუთებში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. 
ტურნირი ორგანიზებული იყო კრივის ფედერაციის და კავკასიის პროფესიონალი კრივის ფედერაციის მიერ. სპორტ კომპლექსის დირექტორმა და მწვრთელმა ატომ ელიზბარიანმა მადლობა გადაუხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოებს ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. მადლობა გადაიხადა ასევე 50-ზე მეტ გულშემატკივარს ახალქალაქიდან ჩემპიონატზე დასწრების და ჩვენი მოკრივეებს მხარდასაჭერისთვის.