×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-04-09 15:19:17 / ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მმართველმა ორგანოებმა პატივი მიუგეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვუს დაღუპულებს

1989 წლის  9 აპრილს , თბილისში, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილმა სასტიკად დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილე. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაიღუპა 21 და დაშავდა ათასობით ადამიანი.
დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა, მოადგილემ შალვა ბალახაძემ და არმენ მარანგოზიანმა , საკრებულოს თავჯდომარემ ნაირი ირიციანმა, მოადგილემ ჯუმბერ ლომსაძემ , მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულებს, ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მემორიალი. მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობითი ორგანოების, სხვადასხვა სტრუქტურების და საჯარო სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მოქალაქეები.