×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2020-05-08 07:59:32 / ხშირად დასმული კითხვები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზრუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით

კითხვა: რას ნიშნავს სრული კარანტინი - ე. წ “კომენდანტის საათი”?
პასუხი: მთელი ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება , როგორც ფეხით , ისე მანქანით და სატრანსპორტო საშუალებით.

კითხვა: როდის და ვისთვისაა აუცილებელი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ტარება?
პასუხი:ნებისმიერ ფიზიკურ პირს , ნებისმიერ დროს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა ან პასპორტი ან მართვის მოწმობა.

კითხვა: კომენდანტის საათი დროს შემიძლია შინაური ცხოველის გასეირნება?
პასუხი: არა, კომენდანტის საათის დროს აკრძალულია გადაადგილება.

კითხვა: საღამოს 9:00 საათის შემდეგ იმუშავებს თუ არა სურსათის მაღაზიები, აფთიაქები?
პასუხი: საღამოს 9:00 საათის შემდეგ იმუშავებს მხოლოდ აფთიაქები.თუ საჭიროებთ სამედიცინო დახმარებას , გთხოვთ , დარეკოთ 112 -ის ცხელ ხაზზე.

კითხვა: რა შემთხვევაშია შემიძლია გადაადგილება მანქანით ?
პასუხი: მანქანით და ტაქსით მგზავრობა შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი , მათ შორის 2 უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე. ამასთან , საღამოს 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება , როგორც ფეხით, ასევე მანქანით და ტაქსით.

კითხვა: როგორ შეიძლება მანქანით 3 -ზე მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახის ქალაქგარეთ გაყვანა?
პასუხი: მსუბუქი ავტომობილით მხოლოდ 3 პირის მგზავრობაა დასაშვები. ეს შეზღუდვა ეხება ოჯახის წევრებსაც , მათ შორის - ბავშვბს.

კითხვა: ითვლება თუ არა ბავშვი 3 კაციან შეზღუდვაში.
პასუხი: დიახ.
კითხვა: ოჯახში სამზე მეტი პირი ვცხოვრობთ , ვარღვევთ თუ არა ამით დადგენილების მოთხოვნას?
პასუხი: არა, არ არღვევთ.

კითხვა: როდის შეუძლია 70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეს სახლიდან გასვლა?
პასუხი: 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ , თუ ისინი მიდიან მაღაზიაში ან აფთიაქში სურსათისა და სამედიცინო / ფარმაცეფტული პროდუქტის შესაძენად. ასევე , ისეთი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად ვერ მიიღებენ. ეს შეზღუდვა არ ეხებათ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს.

კითხვა: რა ხდრბა იმ შემთხვევაში , თუ 70 წელს გადაცილებული ადამიანი მარტოხელაა?
პასუხი: იმ შემთხვევაში , თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქე არის მარტოხელა , მასდაეხმარება ეკონომიკის სამინისტრო (საქართველოს ფოსტა) და ჯანდაცვის სამინისტრო , ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე-144.

კითხვა: ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებისას რა სახის დოკუმენტია საჭირო?
პასუხი: იმ შემთხვევაში, თუ ქალაქიდან ქალაქში გადაადგილდებით დილის 6:00 - დან საღამოს 9:00- მდე , თან უნდა იქონიუთ პირადობის დამადასტურებეული დოკუმენტი ( პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა ან პასპორტი). ასევე უნდა დაიცვათ 3 კაციანი შეზღუდვა.

კითხვა: მოკედზე/ მოტოციკლზე თუ შეიძლება 2 ადამიანის მგზავრობა?
პასუხი: დიახ. მოპედით/ მოტოციკლით გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესებული არ არის.

კითხვა: ვრცელდება თუ არა 3 კაციანი შეზღუდვა მინივენებზე?
პასუხი: დიახ. მინივენითაც დასაშვებია მხოლოდ 3 ადამიანის გადაყვანა. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაშვებულია ნებართვა მგზავრების ორგანიზებულად გადაყვანისთვის.

კითხვა: ვრცელდება თუ არა 3 კაციანი შეზღუდვა მიკროავტობუსებსა და ავტობუსებზე?
პასუხი:მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.
მიკროავტობუსით / ავტობუსით ტრანსპორტირება დაშვებულია მხოლოდ იმ კომპანიების მიერ თანამშრომლების ტრანსპორტირებისთვის , რომელიც ახორციელებს სპეციალურ ნებადართულ საქმიანობას.

კითხვა: ტაქსისტი ვარ, შემიძლია თუ არა განვაგრძო საქმიანობა?
პასუხი: დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი - თქვენს გარდა , ორი ადამიანი უნდა მგზავრობდეს უკანა სავარძელზე. ამასთან , მთელი ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება.

კითხვა: საცხობებს , პურის ქარხნებს , ბოსტნეულის შესაფუთი და ჩასაწყობი ყუთების წარმოებას თუ აქვს უფლება იმუშაოს?
პასუხი: დიახ. აღნიშნული ობიექტები აგრძელებს ფუნქციონირებას.

კითხვა: საქმიანობა უჩერდებათ თუ არა სავალუტო ჯიხურებს და ლომბარდებს?
პასუხი: დიახ, უჩერდებათ.

კითხვა: მაქვს ეკონომიკური საქმიანობის უფლება , თანამშრომლები სამსახურში როგორ ვატარო?
პასუხი: თანამშრომლების ტრანსპორტირება სახლიდან და უკან უნდა უზრუნველყოთ თავად, მიკროავტობუსის ან აბტობუსის მეშვეობით. მასზე არ გავრცელდება 3 კაციანი შეზღუდვა.
ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა უნდა აიღოთ მუნიციპალიტეტებიდან.

კითხვა: სად შეიძლება მოვიძიო დამატებითი ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის ან კარანტინის დროს არსებული შეზღუდვების შესახებ?
პასუხი: დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ საიტზე www.StopCov.ge ან მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე - 144.