×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-13 13:10:33 / ადგილობრივი ბიუჯეტიდან ოთხ სოფელში ხიდების მშენებლობა

ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 31989 ლარი, ოთხი ხიდის აღსადგენად სოფელ გოკიოში, ხულგუმოში, ვარევანსა და ალასტანში. სოფელ გოკიოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ორი წლის წინ უკვე ააშენეს ხიდი და კარგი იქნებოდა გამოყოფილი თანხით სხვა რაიმე სასიკეთო გაკეთდეს სოფლისათვის, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ტენდერი მოგებული აქვს მშენებელ არშაკ ამოიანს და სამუშაოები უკვე დაიწყო. სოფელ გოკიოში ახალი ხიდის მშენებლობა ჯდება 12656 ლარი.

სოფლის მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ახალი ხიდი უფრო კარგი იქნება, ვიდრე ძველი.