×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-05-13 07:46:05 / ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენის აკსანა ავეტიანის ბრწყინვალე გამარჯვება

20-21 აპრილს, ქალაქ ერევანში " დინამო" სპორტისა და საკონცერტო კომპლექსში ჩატარდა კარატეს საერთაშორისო ტურნირი " კარატეს ვარსკვლავების თასი" სახელწოდებით. ტურნირში მონაწილეობა მიიღო საქართველოს, სომხეთის, რუსეთის, ირანისა და ინდოეთის 530 სპორტსმენმა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენმა აკსანა ავეტიანმა წარსდგა საქრთველოს გუნდის შემადგენლობაში. სპორტსმენები გამოვიდნენ სხვადასხვა კატეგორიებით. ჩვენი სპორტსმენი გამოვიდა 3 სხვადასხვა კატეგორიაში 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. აკსანა ავეტიანის ერთადერთი მიღწევა არ არის. 14 წლის სპორტსმენმა უკვე 7 წელია კარატეზე დადის და 104 მედალი მოიპოვა, მათ შორისაა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.