×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-05-17 14:56:46 / ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტ სკოლაში ღონისძიება გაიმართა

კარატეს მწვრთნელი რაფაელ დარბინიანის ორგანიზებით კარატეს აქცია მოეწყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლაში. ღონისძიებას უმასპინძლა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. ღონისძიებაზე საჩვენებო გამოსვლებით წარსდგნენ კარატეს მოყვარულები და ასევე არაერთხელ საერთაშორისო შეჯიბრებზე საპატიო ჯილდოს მფლობელი ახალგაზრდა სპორტსმენები და წარადგინეს კარატეს მრავალფეროვანი ილეთები.
ღონისძიებაზე წარსდგა ს. ტურცხიდან მოწვეული ცეკვის ანსამბლი. ღონისძიების დასასრულს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არმენ მარანგოზიანმა მიულოცა და მადლობა გადაუხადა სპორტული სკოლის ხელმძღვანელებს და სპორტსმენთა მშობლებს ნიჭიერი ბავშვების გაზრდისთვის.