×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-03-15 18:21:32 / 14 მარტს მესროპ მაშტოცის სახელობის საბავშვო ბაღში ჩატარდა ღონისძიება ღია გაკვეთილის სახით

14 მარტს მესროპ მაშტოცის სახელობის საბავშვო ბაღში ჩატარდა ღონისძიება ღია გაკვეთილის სახით. ღონისძიება მიეძღვნა ჰოვანეს თუმანიანის 150 წლისთავს.

ღონისძიებას ესწრებოდა საბავშვო ბაღის გაერთიანების ხელმძვანელობა და ბავშვების მშობლები.

დარბაზში სუფევდა თუმანიანისეული გარემო. დარბაზის ყოველი კუთხე მორთული იყო თუმანიანის ზღაპრების ილუსტრაციებით, ხოლო ბავშვები სულმოუთქმელად ელოდნენ თავიანთ გამოსვლას. ღონისძიების დასასრულს საბავშვო ბაღის დირექტორი, მეთოდისტი და მშობელი გამოვიდნენ სამადლობელო სიტყვით და ბავშვებს საჩუქრად გადასცეს თუმანიანის ზღაპრების წიგნები.