×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-30 14:08:38 / გამოსაშვები ღონისძიება „დაემშვიდობე საბავშვო ბახს“ სოფელ კარწახში

30 ივლისს, სოფელ კარწახის საბავშვო ბაღში საბავშვო ბაღის გამოსამშვიდობებელი ზეიმი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექცია, საბავშვო ბაღის ბავშვების მშობლები.

სასაზღვრო სოფელში საბავშვო ბაღი უკვე 7 თვეა ფუნქციონირებს. საბავშვო ბაღში 37 ბავშვია, მათგან 11-მა გამოსამშვიდობებელი ზეიმი შემოგვთავაზეს. მომავალი წლისთვის 7 ბავშვია რეგისტრირებული სოფელ კარწახიდან, 15 კი - სოფელ ბოზალიდან.

საბავშვო ბაღი სკოლამდელი აღზრდის საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის და ის ასევე სამუშაო ადგილია სოფლის მაცხოვრებლებისთვის. თუმცა არსებობს პრობლემებიც. ერთ-ერთი მათგანია საწვავის პრობლემა: არსებობს უზუსტობები საწვავის კონკრეტული სახეობისა და რაოდენობრივ გაანგარიშებაში. სოფელში ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევები ხშირად გვხვდება, რაც თავის მხრივ აფერხებს საბავშვო ბაღის შეუფერხებელ მუშაობას. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი საბავშვო ბაღისთვის მინი გენერატორის შეძენა.

თანდათანობით ყველა პრობლემა უნდა მოგვარდეს, საბავშვო ბაღი ახალია და ბევრი რამ საჭირო გახდა ექსპლუატაციის განმავლობაშიც.

ვულოცავთ ჩვენს შვილებს, ვუსურვებთ მათ ბედნიერ მოგზაურობას ცოდნის საოცარ სამყაროში.