×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-08-01 04:01:56 / გამოსაშვები ღონისძიება „დაემშვიდობე საბავშვო ბახს“ სოფელ აზავრეთში

31 ივლისს, სოფელ აზავრეთის საბავშვო ბაღში საბავშვო ბაღის გამოსამშვიდობებელი ზეიმი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექცია, საბავშვო ბაღის ბავშვების მშობლები.

სოფის საბავშვო ბაღი გარემონტებულია და სამუშაო პირობები გაუმჯობესდა. საბავშვო ბაღს 35 მოსწავლე ჰყავს, მათგან 9-ამ დღეს გამოსამშვიდობებელი ზეიმი შემოგვთავაზეს. მომავალი წლისთვის დარეგისტრირებულია 11 ბავშვი სოფელ აზავრეთიდან. მეზობელი სოფელ ბურნაშეთის 10-ზე მეტ ბავშვს ასევე სურს აზავრეთის საბავშვო ბაღში აღზრდა.

სანამ ყველა სოფელში არ გვაქვს საბავშვო ბაღი, სასურველია, მეზობელი სოფლების ბავშვებს სკოლამდელი განათლება ჰქონდეთ, მით უმეტეს, რომ გამოცდილება გვაქვს ბარალეთის საბავშვო ბაღის მაგალითი. თუ ახალი ჯგუფი გაიხსნება, სოფელ ბურნაშეთის ბავშვებსაც ასევე შეეძლებათ გაიარონ სკოლამდელი აღზრდა საბავშვო ბაღში, გაიზრდება აღმზრდელი პერსონალის რაოდენობა და გარკვეული რაოდენობის სამუშაო ადგილების საკითხიც მოგვარდება.

ვულოცავთ ჩვენს შვილებს, ვუსურვებთ მათ ბედნიერ მოგზაურობას ცოდნის საოცარ სამყაროში.