×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-06-05 07:15:57 / ქალაქ ახალქალაქის კულტურის სახლში, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა

2019 წლის 7 ივნისს, 15:00 საათზე, ქალაქ ახალქალაქის კულტურის სახლში, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებიის პრეზენტაციასთან დაკავშირებით.

2019 წლის 22 მაისს, შპს ,,მარაბდა კარწახის რკინიგზასა“ და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ მსოფლიოში წარმატებულად აპრობირებული სწავლების დუალური მეთოდით, დაეუფლონ სარკინიგზო ინდუსტრიის სპეციალობებს, შემდეგ პროფესიულ- საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა;
2. რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი;
3. რკინიგზის ელექტრომომარაგება;
4. ლოკომოტივის მართვა;
5. სავაგონე მეურნეობა;
6. სარკინიგზო გადაზიდვები;
7. რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება;
8. რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობა;
9. სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკა.
სწავლა უფასოა და თითოეულ პროგრამაზე სწავლების ხანგრძლივობა 20 -22 თვეა.
სწავლის პროცესში, შუალედური გამოცდის დაძლევის შემდგომ, შპს ,,მარაბდა კარწახის რკინიგზასა“ და სტუდენტებს შორის გაფორმდება ხელშეკრულება და ისინი სწავლა-მუშაობას გააგრძელებენ უშუალოდ კომპანიაში, მათი მომავალი დასაქმების ადგილებზე. ხოლო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას, საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, უკვე საშალება ექნებათ დასაქმდნენ აღნიშნულ კომპანიაში.
დაინტერესებული მხარეები ყველა დეტალურ ინფორმაციას პროგრამების პრეზენტაციაზე მიიღებენ. 
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სამცხე-ჯავახეთში