×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-10-31 16:16:31 / სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის ფრენბურთის გუნდმა მიიღო დიპლომები

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები ეწვივნენ მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანს.
საქართველოს "სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019" თამაშებში სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის ფრენბურთის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და დღეს მათ გადაეცა დიპლომები. მერის მოადგილემ ყველას მიულოცა და ახალი გამარჯვებები უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საპატიო წარდგენისთვის.