×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-09-22 06:21:44 / საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესტუმრა ახალქალაქს

დღეს ახალქალაქში პომპეზურად აღინიშნა ევროპის დღე. დიდი პატივით მიიღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ჰენზელ მკოიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

ევროკავშირის ელჩის ვიზიტთან დაკავშირებით ახალქალაქის ციხის ტერიტორიაზე სიმბოლურად გაიმართა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო როგორც ელჩმა, ასევე მაჟორიტარმა დეპუტატმა და დამსწრე საზოგადოებამ. ამის შემდეგ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი. ხოლო მერმა იურიკ უნანიანმა მადლობა გადაუხადა ახალქალაქში ევროპის დღის ზეიმად ქცევისთვის.