×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-04-18 18:53:21 / ახალქალაქის მუნიციპალიტეტის "მომავლის სახლში" დედა ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის "მომავლის სახლში" დედა ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, თვითმმართველობის თანამშრომლები, ახალქალაქის სომხური სამოციქულო ტაძრის მღვდელი ჰოვიკ ტერ- ნარეკ სულიერი მოღვაწე ტიგრანიანი, სტუმრები და მშობლები. დარბაზი მორთული იყო ღონისძიების შესაბამისად. ღონისძიება დაიწყო სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით. ღონისძიება მიმდინარეობდა ქართული სიმღერებით და ცეკვებით. სიტყვა წარმოიშვა ქართული ენის წარმოშობის, მისი წარსულისა და განვითარების შესახებ. გაჟღერდა ქართველთა თუ უცხოელთა მოაზროვნეთა გამონათქვამები ქართული ენისადმი. ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს სომხურ-ქართულ მყარ მეგობრული კავშირის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ჯავახეთის სომხებს, როგორც მშობლიური სომხური ენა უყვართ, ასევე უყვართ ქართული სახელმწიფო ენა. ამასთანავე წარმოადგინეს სომხურ-ქართული ცეკვების მწკრივი. მერის მოადგილემ არმენ მარანგოზიანმა ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მიულოცა მიძღვნილი ღონისძიება. მან აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნა და მადლობა გადაუხადა "მომავლის სახლს" და მის მთელ კოლექტივს, ასეთი ულამაზესი ღონისძიებისათვის