×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2020-04-14 11:02:33 / ბიზნესმენ-ქველმოქმედია მაღაზია “VLAD”-ი, ბიზნესმენი ვარდან სააკიანის სახით

უკვე რიგით მეხუთე ბიზნესმენ-ქველმოქმედი ეხმარება გაჭირვებულებს, ეს არის მაღაზია “VLAD”-ი, ბიზნესმენი ვარდან სააკიანის სახით. VLAD მაღაზიამ მოამზადა საკვები პროდუქტების 30 პაკეტი. შეფუთვები გადაეცათ, როგორც ადრე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის მიერ მიწოდებული სიის მიხედვით. ეს პაკეტები დღეს დარიგდა სოფლებში ორჯა, მაჯატია, ხანდოში, არაგვა, თოთხამი, კორხი, ბოზალი, დადეში, სულდა, ჩამდურა. შეგახსენებთ, რომ ამ აქციის ორგანიზატორია „ქართული ოცნების“ შტაბი. საკრებულოს, მერიისა და „ქართული ოცნების“ ვალანტიორები ეხმარება ბიზნესმენ-ქველმოქმედებს. ხვალ, 12 აპრილს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომის დღესასწაულს (აღდგომის კვირას) აღნიშნავს. უძველესი დროიდან  ტრადიციულია ამ დღეს საჩუქრების მიცემა, ერთმანეთისა და გაჭირვებულების დახმარება. ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სიკეთეს აკეთებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება ულოცავს ყველა სომეხს აღდგომის დღესასწაულს.