×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-25 12:20:15 / ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ინციდენტის მშვიდობიანად მოგვარებას

რამდენიმე დღის წინ სოფელ კოთელიის და იხტილაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ახალგაზრდა. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი შეხვდა აღნიშნულ სოფლების დეპუტატებსა და მერის წარმომადგენლებს.

 შეხვედრაზე განხილული იქნა საკითხი ამ ინციდენტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის, რათა არ გამეორდეს ახალგაზრდებში დაპირისპირება. შეხვედრაზე  მონაწილეებმა გადაწყვიტეს ორგანიზება გაუწიონ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდების შეხვედრა და მათი შერიგება.