×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-09-27 06:01:19 / ჭიდაობის ტურნირი მიძღვნილი ევროპის დღისადმი

დღეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის ჭიდაობის სკოლაში გაიმართა ჭიდაობის ტურნირი, სადაც ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი და სხვა თანამშრომლები. რამდენადაც ევროპის კვირა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ ტურნირი მიძღვნილი იყო ევროპის დღეს. მონაწილეობდნენ სხვადასხვა წონის მოჭიდავეები (20-75კგ).
ტურნირის დასასრულს მერის მოადგილემ მიულოცა და მადლობა გადაუხადა მწვრთნელებს უსურვა ახალი მიღწევები საერთაშორისო ასპარეზზე. მწვრთნელი ნორაირ კრმაჯიანმა მადლობა გადაუხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ორგანოებს მუდმივი მხარდაჭერისა და ყურადღებისათვის. გამოაცხადა, რომ ერთ თვეში გაიმართება ჭიდაობის სხვადასხვა ტურნირები.