×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-23 07:02:58 / სახელმწიფოთაშორისი გზის ნაწილობრივ აღდგენის შესახებ

2008-2009 წლებში აშენდა სახელმწიფოთაშორისი გზა, რომლის მიზანი იყო ქალაქ ახალქალაქის შიდა გზების განტვირთვა, რომელიც სოფელ ჩანდურასთან უხვევს და უერთდება სოფელ ხოსპიოს გზას. ყოველდღიური მოხმარების გამო, რადგან აღნიშნულ გზაზე მოძრაობს 200 ზე მეტი მძიმე წონის ავტომანქანები გზა გამოვიდა მწყობრიდან და მასზე მოძრაობა შეუძლებელი იყო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ძალისხმევით მოიძებნა მატერიალური რესურსები ფირმა ,,არალის,, მეშვეობით და ახალქალაქის სერვისცენტრის მონაწილეობით, რომლებსაც წერილით მიმართა საკრებულომ, რის შემდეგ ამ შემოვლით გზაზე ჩატარდა სარემონტო სამუშაოები ნაწილობრივ და გზაზე გაუადვილდა ტრანსპორტს მოძრაობა.

ეს გზა ითვლება სატრანზიტო და ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას საქართველოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა , რომ შესაბამისმა გზების მომსახურე ორგანიზაციებმა ყურადღება მიაქციონ და პერიოდულად ჩაატარონ მონიტორინგი ამ გზის მდგომარეობის შესახებ, რომ გზა იყოს კარგ მდგომარეობაში