×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2021-11-21 17:58:56 /

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია ,,ავიცრათ ერთმანეთისთვის" ფარგლებში ღონისძიება გაიმართა.

ახალქალაქელებისათვის შესაძლებელი იყო ადგილზე გაეკეთებინათ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით.

ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ: სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე და ამავე ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ხათუნა ზახაშვილი.

-“სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონავირუსი ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს საფრთხეს შეუქმნის. მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა და ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა აიცრას, რადგან ამ პატარა ქვეყანაში, ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამდენ ადამიანს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ღონისძიებაზე აცრა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა სამველ მანუკიანმა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა გაიკეთეს.

კამპანიის ფარგლებში ადგილზე განთავსებული იყო იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფები. ვაქცინირებული ადამიანები მათი მომსახურებით უფასოდ სარგებლობდნენ, ასევე გადაეცათ სხვადასხვა სასაჩუქრე ვაუჩერი. 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები კი დამატებით 200 ლარიანი დანამატით ისარგებლებენ.

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, საბავშვო შემეცნებითი, გასართობი აქტივობებით იყო დატვირთული. ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები და ზღაპრის გმირები, ტერიტორიაზე მოწყობილი იყო მოსასვენებელი და კვების სივრცეები.

ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას ტელეწამყვანი, ეკო ფანგანი უძღვებოდა. ღონისძიება კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.