×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-08-08 17:18:53 / ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება ახალგაზრდებს დაჰპირდა ველოსიპედის ბილიკის აშენებას 2020 წელს

ახალქალაქში, ახალგაზრდების ინიციატივით, ჩატარდა ველორბოლა, რათა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას ეჩვენებინა ის გზა, რა გზითაც ახალგაზრდებს სურთ ველოსიპედის მარშრუტის აშენება. ინიციატორებმა მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს ნაირი ირიციანს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს აშოტ ნახატაკიანს და მერიის ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ხელმძღვანელს აკაკი მელიქიძეს, რომ მიმართონ მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს ქალაქში ველოსიპედის ბილიკის მშენებლობის თხოვნით, მარშრუტი იქნება ქალაქის ცენტრიდან ე.წ. ამირანის გორაკამდე. თუმცა განიხილება რამდენიმე მარშრუტი, შეირჩევა ყველაზე მოსახერხებელი. ენზელ მკოიანთან შეხვედრა სასიამოვნო და პროდუქტიულ ატმოსფეროში გაიმართა, მაჟორიტარი დეპუტატი ახალგაზრდებს დაჰპირდა ველოსიპედის ბილიკის აშენებას 2020 წელს, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ დამთავრებული იქნება ივნისის თვეში, რათა აღნიშნული გზა გამოყენებული იქნეს 2020 წლის ზაფხულში, ენზელ მკოიანმა ასევე დაამატა, რომ აღნიშნულ ველოსიპედის ბილიკს დასჭირდება Wi-Fi ინტერნეტი, განათება და სკამების განთავსება გზის გასწვრივ, ასევე უსაფრთხოების სათვალთვალო კამერების დაყენება. პროექტის მომზადების სამუშაოები მალე დაიწყება, რის შემდეგაც ისინი განხორციელდება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების თხოვნა და დაინტერესებულნი არიან ამ პროექტის განხორციელებით