×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-04-26 06:42:55 / ქ. ახალქალაქში სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

24 აპრილს დილით სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატმა ჰენზელ მკოიანმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა, საკრებულოს თავჯდომარე ნაირი ირიციანმა, მერის მოადგილეები შალვა ბალახაძემ და არმენ მარანგოზიანმა, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ ლომსაძემ, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა, დაქვემდებარებულმა სტრუქტურების დირექტორებმა და თანამშრომლებმა, მერიის შენობიდან მსვლელობა გამართეს ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიისკენ, და გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს ეკლესიის ეზოში, "ხაჩქარი", რაც სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას უკავშირდება. ასევე მსვლელობას შეუერდნენ სხვადასხვა დაწესებულებებმა, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებმა, მოსწავლეებმა და მოქალაქეებმა. ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში წირვა ჩატარდა. შემდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მმართველ ორგანოებ გამოემგზავრნენ კარწახი-ნინოწმინდის დამაკავშირებელ ერთ-ერთ მონაკვეთზე ხეების დასარგველად.